logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: ხუთი წელი გახდება, რაც არ მინახიხარ... ყველაფერს მოგიყვები, ახლოვდება შეხვედრის დრო... შეხვედრამდე...
- +

21 იანვარი. 2020. 14:06

 

 

 

მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ხუთი წელი გახდება, რაც არ მინახიხარ, აღარც ეს ოთახია და აღარც ჩემი ფეხი აღარ შესულა ამ ოთახში, იმის მერე, რაც დაგემშვიდობე 19 იანვარს. ამბობენ, დრო მკურნალიაო, ტყუილი ყოფილა, დრო მიდის და ტკივილი იმატებს, ეს სურათიც მე გადაგიღე იმ დღეს, რაც უკანასკნელი აღმოჩდა... მეხი დამეცა, ასე მეგონა, რამხელა ტკივილი ხარ, ძმაო, ჩემი გიოს მერე არ მეგონა, თუ რაიმე ასე ჩამცემდა ლახვარს... საიქაოშიც გამასწარი, სამეგობროში პირველო მეგობარო... ჩვენი შვილიშვილები უკვე დიდები არიან, ერთად მიიკვლევენ ცხოვრების გზას, ყველაფერს მოგიყვები, ახლოვდება შეხვედრის დრო... შეხვედრამდე...“ - წერს ჯამბულ გამცემლიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner