logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძემ კარანტინში მყოფებს გამამხნევებელი წერილები და ყვავილები გაუგზავნა
- +

20 მარტი. 2020. 23:51

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, კარანტინში მყოფებს გამამხნევებელი წერილები და ქალებს ყვავილები გაუგზავნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კარანტინში მყოფი არაერთი მოქალაქე წერს.

 

 

თორნიკე რიჟვაძის გაგზავნილ წერილში რაც წერია, ამის ამსახველ ფოტოსაც კარანტინში მყოფი ქალბატონები აქვეყნებენ.

 

 

 

 

 

 

 

ეს კი ერთ-ერთი კარანტინში მყოფი ქალბატონის წერილია:

 

 

“გამარჯობა,

 

 

არ შემიძლია სიტყვით გადმოვცე რამდენად მადლიერი ვარ თქვენი ასეთი თბილი სიტყვებისთვის.

 

 

დღეს უკვე მეხუთე დღე დასრულდა.

 

 

მინდა გაგიზიაროთ თუ როგორ ცდილობენ ჩვენს გახალისებას.

 

 

უღრმესი მადლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა თავმჯდომარეს ბატონ თორნიკე რიჟვაძეს ამ სასიამოვნო საჩუქრისათვის, როდესაც გავიფიქრე რომ ცოტათი სულ ცოტათი გამიჭირდა მეხუთე დღე კარებზე კაკუნია და მხვდება ეს ყვავილები მადლობა ყურადღებისთვის.

 

 

სასტუმრო Sputnik Hotel Batumi-მა კი დილით დაგვახვედრა კარანტინში მყოფებს ეს წერილი, სადაც ისინი მადლობას გვიხდიან ჩვენი მადლიერებისათვის.

 

 

ვინც მიცნობს ყველამ კარგად იცის რომ არ მიყვარს ბევრი საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა აღვნიშნო თუ რამდენად ამაყი ვარ ჩვენით თითოეული ქართველი ადამიანით რომლებიც ასე ცდილობენ გვერდში დაუდგნენ ერთმანეთს ეს იქნება უბრალოდ თბილი სიყვარულით წარმოთქმული სიტყვა, დარდი ერთმანეთზე, გვერდში თანადგომა,

 

დღეს როდესაც 9 საათზე დავინახე კარანტინში მყოფნი აივანზე გადმომდგარნი ყველა ტაშს უკრავდნდენ მივხდი რამდენს ნიშნავს ამ ჟესტით გამოხატული მადლიერება არაჩვეულებრივ ექიმების და მედ პერსონალის წინაშე, რომლებიც ყოველთვის და გასაკუთრებით ამ რთული პერიოდის განმავლობაში დღე-ღამე ასრულებენ გასაოცარ სამსახურს.

 

 

მადლობა ყველა იმ ადამიანს რომლებიც ცდილობენ გვერში დაუდგნენ მთელ საქართველოს და არამარტო საქართველოს თავიანთი პროფესიული ცოდნით. რომელიც მე პირადათ და არამარტო მე ჩემს უცხოელ მეგობრებსაც ძალიან ეხმარება კარანტინის გადატანაში, ეცადეთ თავი დაიკავოთ თქვენთვის საინტერესო და საყვარელი ხელსაქმით,საქმიანობით რაც სახალისოს ხდის იზოლაციას.

 

 

მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა.

 

 

უღრმესი მადლობა ყველას.

 

 

სიყვარულით და პატივისცემით, მანანა შაკიაშვილი

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner