logo_geo
eng_logo
გიორგი ფოფხაძე: ქრისტიანობა ერთადერთი რელიგიაა, რომელიც დევნამ და აკრძალვებმა გადაარჩინა
- +

21 მარტი. 2020. 01:39

 

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

 

 

 

„საერთოდ არ ვწერ ხოლმე რელიგიაზე. ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან ვიკავებ ხოლმე თავს. მიუხედავად იმისა, ძალიან ბევრი თუ არა, ბევრი მაინც გამეგება რა...

 

 

ახლა ის რომ აგიხსნათ, რა არის 7 საიდუმლოება რაზეც ქრისტიანობა დგას, ძალიამაც რომ გაიგოთ, მაინც არ გაიგებთ და აზრი არა აქვს. არც საკრალური რიტუალების ახსნას და მათი მნიშვნელობის მოყოლას აქვს აზრი. რაც არ გინდათ შაანსი არაა არ შეუშვებთ ყურებში და ამიტომ ძალიან მარტივად გეტყვით

 

ნებისმიერი რელიგია არის რეზინის ბურთივით, რაც მეტს დაანარცხებ ძირს, ის მეტად მაღლა ახტება, ანუ რეაქცია გაორმაგებულ უკურეაქციას იწვევს, თან ისე რომ, დაცემის კუთხე პირდაპირპროპორციულია ასხლეტის კუთხის.

 

 

განსაკუთრებით ქრისტიანული რელიგია. რომელიც თავადაა მებრძოლი რელიგია და რაც მეტად აკრძალავ და ჩარჩოებს დაუყენებ, მით მეტ უკურეაქციას იწვევს და მიმდევრებს იჩენს. ესაა ერთად ერთი რელიგია, რომელიც დევნამ და აკრძალვებმა გადაარჩინა. არც ერთ სხვა რელიგიას ასეთი დევნა არ ქონია. ესაა რელიგია, რომელსაც დევნა, შევიწროება და ჯვარცმა უმთავრეს პოსტულატად უწერია 9 ნეტარებაში -"ნეტარ იყუნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის; გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ-არს ცათა შინა"

 

 

ამიტომ, რაც ნაკლებად შეეხებით მას და დაამუნათებთ მით უკეთესი თქვენთვის

 

 

მე მითქვამს და აწი თქვენ იცით...

 

 

2020 წელია ამ რელიგიას წაგებული თამაში არასოდეს უთამაშია, მუდამ მოგებული გამოდის,“ - წერს გიორგი ფოფხაძე

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner