logo_geo
eng_logo
აკა სინჯიკაშვილი: თუ რამე შეგიძლიათ და დაგრჩათ, მოგვეხმარეთ!
- +

21 მარტი. 2020. 13:26

 

„ხვალ, კვირას, 22 მარტს, 15:00- დან 21:00-მდე ნახალოვკაში, „ქარვასლას“ წინ, შესასვლელთან იდგება მანქანა და შევაგროვებთ საკვებ პროდუქტებს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილი წერს და გაჭირვებული ბავშვების დასახმარებლად საზოგადოებას მოუწოდებს:

 

„გთხოვთ, წაიკითხეთ სულ ყველამ. ყველაფრის დაკეტვის და გაჩერების გამო ასობით ბავშვი დარჩა მშიერი. მშობლების უმრავლესობა დღიურ მუშად, სახლის დალაგებით, ბოთლების ან ჯართის ჩაბარებით აჭმევდა შვილებს, ახლა სამი დღეა დავდივართ, ვარიგებთ და თითქმის არსად ერთი ლუკმა პური არ არის, ბავშვებს რომ აჭამონ. სახლში სხედან და რა ეშველებათ, არ იციან. რა ხდება სახლებში, ვერ წარმოიდგენთ, საშინელი სანახავია მშიერი ბავშვები.

 

ჩვენ ათნი ვართ, ოთხი მანქანა გვყავს და ყველა რეკომენდაციის და უსაფრთხოების წესების დაცვით, სულ გაუჩერებლად ვივლით ყველა მხარეში, სანამ ეს უბედურება არ დამთავრდება! მოგმართავთ ჩემს მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, ყველას, ვინც მიცნობთ - ვინმეს თუ რამე შეგიძლიათ და დაგრჩათ, მოგვეხმარეთ, გაგვივრცელეთ ეს ამბავი, რომ რამდენსაც შევძლებთ იმდენ ადამიანს დავეხმაროთ. ხვალ, კვირას, 22 მარტს, 15:00- დან 21:00-მდე ნახალოვკაში, „ქარვასლას“ წინ, შესასვლელთან იდგება მანქანა და შევაგროვებთ საკვებ პროდუქტებს. ვისაც შეგიძლიათ, არ დაიზაროთ. ნუ მოიტანთ საკვების გარდა ნურაფერს, სახიფათოა!

ფულს რასაც შევაგროვებთ, მთლიანად პროდუქტებს ვიყიდით და დავარიგებთ, იქამდე, სანამ ყველაფერი კარგად არ იქნება. ყველა იმას უკეთებს ქვეყანას, რაც შეუძლია, ჩვენც ვეცდებით რაც შეიძლება ნაკლებ ბავშვს შიოდეს ქვეყანაში.

 

ყოველ დღე გეტყვით ახალ ამბებს. ჩემი ტელეფონი 24 საათი ჩართული იქნება 558 18 12 18, საქმე ვისაც გექნებათ, ხვალ მთელი დღე „ქარვასლასთან“ ვიქნები️. ერთად ყველაფერს მოვერევით

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ -

ანგარიშის ნომერი:

„საქართველოს ბანკი“

GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

 

„თიბისი ბანკი“

GE90TB7603845061100016

თიბისი ფეიში მოძებნეთ „ქველმოქმედება“ და შემდეგ პირველივეა „ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს“

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili

#Stopcorona

#ერთმანეთისთვის

#სიკეთეგადამდებია

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner