logo_geo
eng_logo
ნატო დუმბაძე: ხალხი თვითონ გადაწყვეტს, რა კოვზით მიიღოს ზიარება!
- +

21 მარტი. 2020. 15:02

 

 

„ფულიკები გიყვართ, დოლარები, ევროები, ლარები, მისგან ხომ არ ელით არანაირ ვირუსს და არც  ფიქრობთ და არ გეშინიათ?“ - ამს შეახებ პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„არ მინდოდა არანაირი კომენტარის დაწერა ამ თემაზე, მაგრამ ვეღარ ვითმენ! დაინფიცირების ერთ-ერთი დიდი საშიშროება ფულთან შემხებლობაა, ჰოდა, ამაზე რატომ არ ყავყავებთ? რატომ არ უძღვნით ნაკვესებს? თუ არ ეკარებით? ხელში არ აშრაშუნებთ ან თუნდაც დღეში სულ მცირე სამჯერ არ ითვლით,  მჭევრმეტყველებო? ხურდასაც  არ იბრუნებთ ჯიბეებში თქვენი ლამაზი ხელებით? რომ არ მიეკარებით და დაწვავთ, მაშინ კიდევ ვიფიქრებ, რომ რამეზე ფიქრობთ საერთოდ! მაგრამ არა, ფულიკები გიყვართ, დოლარები, ევროები, ლარები, მისგან ხომ არ ელით არანაირ ვირუსს და არც  ფიქრობთ და არ გეშინიათ? ჰოდა, მიხედეთ რა თქვენი სულის დირექტორ ეშმაკებს! ხალხი თვითონ გადაწყვეტს, რა კოვზით მიიღოს ზიარება!

 

კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო! არსად დაგეკარგოთ ბჭობა! კარგია, გაიწმინდება ფარისევლებისგან ეკლესიები!“ - წერს ნატო დუმბაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner