logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: საქართველოს ყველაზე წარმატებული ჯანდაცვის სისტემა აქვს და ამ სისტემას წარმატებული მინისტრი ტიკარაძე ხელმძღვანელობს
- +

21 მარტი. 2020. 20:39

 

 

 

„აშკარად გამოიკვეთა, რომ საქართველოს ყველაზე წარმატებული ჯანდაცვის სისტემა აქვს და ამ სისტემას წარმატებული მინისტრი ტიკარაძე ხელმძღვანელობს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

 

მისი განმარტებით, “ქართული ოცნება” გუნდური და ერთიანია თანამოქალაქეების დახმარებასა და ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებთან ბრძოლაში:

 

 

„აშკარად გამოიკვეთა, რომ საქართველოს ყველაზე წარმატებული ჯანდაცვის სისტემა აქვს და ამ სისტემას წარმატებული მინისტრი ტიკარაძე ხელმძღვანელობს. ჩემი უცხოელი მეგობრები და კოლეგებიც კი მუდმივად აღნიშნავენ, რომ მთლიანად საქართველოს მთავრობა და მისი მეთაური გახარია მუშაობენ გამართულად და კოორდინირებულად. დარწმუნებული ვარ, რომ არსებულ და მომავალ ეკონომიკურ გამოწვევებსაც გაართმევენ თავს. უნდა აღინიშნოს, რომ გუნდურობა და ერთიანობა „ნაციონალური მოძრაობასაც“ ახასიათებდა, ოღონდ ხალხის დატერორებასა და ჩაგვრაში. ახლა კი ეს სექტა და მისი ანასხლეტები ჩასაფრებულები არიან და ამას არც კი მალავენ, რომ მათთვის მოსალოდნელი ეკონომიკური კოლაფსით არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებენ. ვერ ეღირსებით ვერც კოლაფსს და ვერც უკან მობრუნებას!  საზოგადოება შინ და გარეთ ხედავს, რომ “ქართული ოცნება” გუნდური და ერთიანია თანამოქალაქეების დახმარებასა და ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებთან ბრძოლაში. ჯანმრთელობა, მშვიდობა და განვითარება საქართველოს! #დარჩისახლში“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner