logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: საქართველოს ხელისუფლება წამყვან ქვეყნებზე ეფექტური აღმოჩნდა ყველა მიმართულებით
- +

22 მარტი. 2020. 02:22

 

 

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს:

 

 

“ყურადღებით ვაკვირდები კარგად ორგანიზებული "პანდემიური ისტერიის" წინააღმდეგ 20-მდე ქვეყნის ხელისუფლების რეაგირებას, მათ ნაბიჯებს, გადაწყვეტილებებს დროში. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამყვან ქვეყნებზე ეფექტური აღმოჩნდა ყველა მიმართულებით ე.წ. "პანდემიის" და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვაში. სამედიცინო გუნდზე ამირან გამყრელიძის მეთაურობით მოსაზრება ადრეც გამოვთქვი და აღარ გავიმეორებ. ამგვარი ძალისხმევების შედეგად საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე სამჯერ ნაკლებია ვიდრე მსოფლიოს საშუალო მონაცემი.

 

 

ახლა მთავარია პოსტკრიზისული პროგრამის ისე შემუშავება, რომ ეკონომიკისთვის ზიანი მინიმუმამდე დავიდეს. თუ ხელისუფლება ამ საქმეში საზოგადოებასაც ჩართავს უკეთესი იქნება, ვინაიდან ნებისმიერ, თუნდაც იდეალურ გადაწყვეტილებასაც კი კრიტიკის ქარცეცხლი მოყვება უპასუხისმგებლო პოპულისტური ჯგუფებისაგან,” - წერს ირაკლი გოგავა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner