logo_geo
eng_logo
სიმონ კილაძე: რუსეთში, სტავროპოლის მხარეში კორონავირუსი, ამ მხარის მთავარმა ექიმმა გაავრცელა
- +

22 მარტი. 2020. 02:23

 

 

ანალიტიკოსი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

 

“რუსეთში, სტავროპოლის მხარეში (ჩრდილოეთი კავკასია) კორონავირუსი გაავრცელა... თვით მხარის მთავარმა ექიმმა-ინფექციონისტმა ირინა სანიკოვამ, რომელიც 6-9 მარტს ესპანეთში იმყოფებოდა და როცა სტავროპოლში დაბრუნდა, თვითიზოლაციის რეჟიმი დაარღვია და სამსახურში გავიდა, თან სტუდენტებსაც ლექციები ჩაუტარა. 17 მარტს ქალმა თავი შეუძლოდ იგრძნო. ტესტით მას კორონავირუსი დაუდგინეს.

 

 

ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ სანნიკოვას კონტაქტი თითქმის ათას ადამიანთან ჰქონდა. მათგან 11 ადამიანი უკვე დასნებოვნებულია, ორ ათეულამდე ადამიანს გამოკვლევა უტარდება, დანარჩენების ვინაობის დადგენა გრძელდება.

 

 

ირინა სანნიკოვას, თუ იგი გამოჯანმრთელდა, პატიმრობა ემუქრება.

 

წყარო: "იზვესტია,“ - წერს სიმონ კილაძე

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner