logo_geo
eng_logo
ბონდო ქურდაძე: პერსონალურად გილოცავ ქართული ჟურნალისტიკის დღეს, ჩემო ამირან!
- +

21 მარტი. 2020. 23:07

 

 

ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე ქართული ჟურნალისტიკის დრეს სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავს უცხოეთში მყოფ ქართველ ჟურნალისტს - ამირან ბუთურიშვილს.

 

„არ დამვიწყებია ჩემსავით გარიყული კაცი, ბოლოსკენ შემოვინახე...

 

ამირან ბუთურიშვილს, ყველა თაობის ჟურნალისტი კარგად იცნობს, არავის დაბადების დღე არ ავიწყდება, გასაჭირშიც პირველი ამოგიდგება გვერდში, შინაურები „ბუთურას“ ვეძახით, შორეულები - ბატონ ამირანს...

 

ახლა, თავისი ქვეყნიდან ძალიან შორს, ზის ერთ პატარა ოთახში, თავისი განუყრელი ლეპტობით და ელოდება, როდის შეძლებს თავის ქვეყანაში დაბრუნებას. ვისაც ეს ხელეწიფებათ, ისინი დუმან, ვისაც არა, სიტყვით ამხნევებენ...

 

პერსონალურად გილოცავ ქართული ჟურნალისტიკის დღეს, ჩემო ამირან, ვისურვებდი, შენი საყვარელი საქმე თბილისიდან გეკეთებინოს!“ - წერს ბონდო ქურდაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner