logo_geo
eng_logo
სიმონ კილაძე: ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონებსაც...
- +

22 მარტი. 2020. 13:39

 

 

ანალიტიკოსი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კორონავირუსის გამო რეგიონებში გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებებზე საუბრობს.

 

„ჩემი თქმა, ალბათ, არ სჭირდება მთავრობას, მაგრამ ზოგადად მაინც ვიტყვი:

 

ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონებსაც, სადაც მოსახლეობა, სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, საკუთარი თავისადმი შედარებით უფრო ნაკლები მომთხოვნელობით უდგება სიტუაციას (ყოველ შემთხვევაში, თვითიზოლაციის ბევრი დამრღვევი, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოვიდნენ, სწორედ რეგიონებშია).

 

გარდა ამისა, მკაცრად უნდა იქნენ გაფრთხილებული ადგილობრივი ხელმძღვანელები, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს რაიმე უპასუხისმგებლობის გამოჩენისა და შეცდომის დაშვების შემთხვევაში ისინი აუცილებლად დაისჯებიან. სწორედ ასეთ დროს გამოჩნდება მათი კომპეტენტურობა და ავტორიტეტი.

 

აუცილებელია სოფლების მოსახლეობის მომარაგება სურსათით, ცენტრალიზებული წესით, რადგან ადგილობრივი „მიკრომარშრუტკები“ აღარ მუშაობენ, დიდი ავტობუსები კი წარსულში დარჩა.

 

არაფერს ვამბობ სამედიცინო მომსახურებაზე... ეს ისედაც იგულისხმება.

 

ჩინეთის პრეცედენტი:

მთავრობამ როცა შეატყო, რომ ვირუსის ეპიდემია უხანის პროვინციას გასცდა, დაუყონებლივ მიიღო ექსტრემალურ სიტუაციაში აუცილებელი უმკაცრესი რეპრესიული ზომები, უპირველესად ადგილობრივი ჩინოვნიკების მიმართ.... შედეგმაც არ დააყოვნა (ცხადია, ჩვენ არ უნდა გადავაჭარბოთ - ჩინეთი უფრო სხვა მენტალიტეტისა და წყობის სახელმწიფოა, მაგრამ მაინც...)“ - წერს სიმონ კილაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner