logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა: გილოცავთ, თქვენ ისე გადაიტანეთ კორონა, ვერც კი გაიგეთო...
- +

22 მარტი. 2020. 13:50

 

 

საფრანგეთში მცხოვრები მწერალი დინა მირცხულავა მის მეზობლად დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევაზე სოციალურ ქსელში წერს.

 

„მოკლედ, ჩემი არაბი მეზობლის შვილს დაუდგინდა კორონავირუსი...

მოვიდნენ ექიმები და დაგვისვეს შეკითხვები, გვქონდა თუ არა შეხება და ა. შ.

 

ვუთხრი, რომ ვსარგებლობთ საერთო სამზარეულოთი და ვანა-ტუალეტით და შესაბამისად, შეხებაც გვექნებოდა.

 

მეოთხე სართულიდან მეორეზე ჩამოგვიყვანეს და მხოლოდ სიცხის გაზომვა დაგვავალეს ყოველდღე.

 

დაავადებული ბავშვი დატოვეს სახლში და დაუტოვეს წამლები. ოჯახის არც ერთ წევრს არ ჩაუტარეს ტესტი.

 

დაპანიკებული და შეშინებული წავედი ჩემს ექიმთან და ვუთხარი, რაც მოხდა ჩემს კორპუსში.

 

რომ ბავშვი ისევ იქაა და არც კი წაუყვანიათ კლინიკაში.

- ბავშვი გრიპის სახით გადაიტანსო. შენ თუ დაინფიცირებული ხარ, მე-14 დღეს გამოვლინდება ყელის ტკივილითო.

 

- ყელი ერთი კვირის წინ მტკიოდა და წამალიც დამინიშნეთ-მეთქი.

 

მოძებნა კომპიუტერში ჩემი ისტორია, ნამდვილად ასეაო.

მერე ფეხზე წამოდგა, თავი დამიკრა და მითხრა - გილოცავთ, თქვენ ისე გადაიტანეთ კორონა, ვერც კი გაიგეთო და კარამდე მიმაცილა...

 

აი, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, გვეღადავებიან?!“ - წერს დინა მირცხულავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner