logo_geo
eng_logo
ნატო დუმბაძე: იქნებ იტალიას ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს საქართველომ ერთჯერადი პირბადეებით!
- +

22 მარტი. 2020. 16:07

 

 

კორონავირუსის გამო იტალიაში არსებულ მძიმე ვითარებაზე პროდიუსერი ნატო დუმბაძე ფეისბუქ-გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

 

„მოკლედ, მეგობრებო, ახლა ვესაუბრე ჩემს მეგობარს, რომელიც იტალიაში ცხოვრობს წლებია და მოქალაქეც არის. მთხოვა, გამეჟღერებინა ეს თხოვნა! ვინაიდან  იტალიასთან ყველაზე მჭიდრო კავშირი  აქვს საქართველოს და გარდა ამისა უდიდესი ფულის შემოდინებაც აქვს ქვეყანას ამ რეგიონიდან, იქნებ რაღაც ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს საქართველომაც ერთჯერადი პირბადეებით! თუნდაც თვითღირებულებით!

 

როგორც მან მითხრა, იტალია თვლის, რომ ევროკავშირმა ნაწილობრივ ზურგი შეაქცია, მხოლოდ ჩინეთი დაუდგა  მას. მეც ვფიქრობ,  ჩვენი გვერდზე დგომა მნიშვნელოვანი იქნება მათთვის ასეთი გაჭირვების ჟამს, თუ ამის შესაძლებლობა შესწევს სახელმწიფოს! როგორც ცნობილია, „აჭარა ტექსტილმა“ დაიწყო ამ ერთჯერადი პირბადეების კერვა და იქნებ როგორმე გავუნაწილოთ ან შევუკეროთ?! არასოდეს დაგვივიწყებენ! - წერს ნატო დუმბაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner