logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: რამდენიმე ადამიანი ვიცი, ვინც უარი თქვა საპარლამენტო ხელფასების აღებაზე
- +

26 მარტი. 2020. 11:22

 

„ამ ვირუსმა კარგად დაგვანახვა, ვინ რისი გამკეთებელია“, - ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

 

„ეს რომ არ ვთქვა არ შემიძლია.

 

მართლა ყველაფერს აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, რომ დაეხმაროს ადამიანებს, ამის ფონზე ყველა რაღაცას ჭყიპინებს, ყველა ცდილობს, თითქოს ქულები დაიწერონ, ჭკუას არიგებენ ხელისუფლებას და თვითონ 260 000-ლარიანი მანქანებით დატრაშუნობენ და ანგარიშებზე აქვთ ასობით ათასი ლარი (არავის ფული არ მაინტერესებს, უბრალოდ, თითს რომ იქნევ, ხელიც გაისვი ჯიბეზე, რა).

 

ამ ვირუსმა კარგად დაგვანახვა, ვინ რისი გამკეთებელია და ვინ შეიძლება დაეხმაროს ადამიანებს გულით დ არა პიარისთვის.

 

რამდენიმე ადამიანი ვიცი, ვინც უარი თქვა საპარლამენტო ხელფასების აღებაზე და ვინც ეს გააკეთა, ყოველ დღე თბილისში მოხუცებულებს აწვდის თითქმის ყველანაირ დახმარებას.

 

არ დავწერ სახელსა და გვარს, მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს მაგის მეტი, მგონი არავინ ეხმარება ისე, რომ ამას ბრიფინგები, ლაივები არ მიუძღვნას“, - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner