logo_geo
eng_logo
ვახტანგ ჭარაია მმართველი გუნდის ინიციატივას მისაბაძ მაგალითს უწოდებს
- +

3 აპრილი. 2020. 01:25

 

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია მმართველი გუნდის დღევანდელ ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრი მომდევნო სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხავს.

 

 

ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუკი მმართველი გუნდის ინიციატივას ბიზნესმენებიც აყვებიან:

 

მისაბაძი გადაწყვეტილებაა და კარგი „ჩელენჯი“ ზოგადად, პოლიტიკოსებისთვის. კიდევ უფრო მაგარი იქნება თუ ბიზნესმენებიც აყვებიან“, - წერს ჭარაია სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner