logo_geo
eng_logo
დავით კალანდია: მოვისმინე ირაკლი კობახიძის განცხადება. იმედია, ამდაგვარი ინიციატივით არა მარტო მთავრობის წევრები, არამედ ფულიანი ბიძებიც გამოვლენ
- +

3 აპრილი. 2020. 01:57

 

 

„ახლა მოვისმინე ირაკლი კობახიძის განცხადება. იმედია, ამდაგვარი ინიციატივით არა მარტო მთავრობის წევრები, არამედ ფულიანი ბიძებიც გამოვლენ,“ - წერს  სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელი დავით კალანდია.

 

 

მისი თქმით, ახლა ისეთი გამხნევება გვჭირდება ერთმანეთის და ბევრი დადებითი ემოცია.

 

 

,,პრესის ფურცლებიდან - მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. ახლა მოვისმინე ეს განცხადება, ირაკლი კობახიძემ რომ გააკეთა და მეამა. ძლივს რაღაცის დაწერა შემიძლია ისე, რომ არ ვიშაყირო და ამიერიდან, რაც კი რამ მომეწონება, ყველაფერს გავახმოვანებ.

 

 

დროა ახლა ისეთი, გამხნევება გვჭირდება ერთმანეთის და ბევრი დადებითი ემოცია.

 

 

იმედია, ამდაგვარი ინიციატივით არა მარტო მთავრობის წევრები, არამედ ფულიანი ბიძებიც გამოვლენ.ველოდები, ჩვენი ბიზნესმენები მოგების 1/3 -ს როდის გადარიცხავენ ვირუსთან ბრძოლის ფონდში”,- წერს დავით კალანდია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner