logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: მე რომ პოლიციელების ადგილზე ვიყო, ასეთებს ზრდილობიანად კი არ დაველაპარაკებოდი...
- +

4 აპრილი. 2020. 12:30

 

 

„პატრული რომ აჩერებს და საბუთებს უმოწმებს, ამაზე კაიფობენ. პოლიცია რომ დატროლეს, ტყუილად რომ მოაცდინეს, რესურსი რომ დაახარჯვინეს, ამით იღებენ სიამოვნებას“, - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვითომ ხუმრობის ამსახველ ფოტოებს.

 

 

„ეღადავე ბებიაშენს!

 

აი, კიდევ ერთი ლიბერასტული ქაჯობა და ანტისოლიდარობის ნიმუში!

 

ვიღაც ალექსანდრე რაქვიაშვილია. მანქანაში წინ მანეკენი - პირბადიანი ჩუჩელა დასვეს და პატრულზე ღადაობენ - აბა, თუ გამოგვეკიდებიან და დაგვაჯარიმებენო!

 

შეიძლება, რაღაც რეგულაცია არასწორად მიგაჩნდეს და აპროტესტებდე, მაგრამ ასე? იმ ადამიანების დროისა და ენერგიის, ნერვების ხარჯზე, რომლებსაც ისედაც ამდენი საქმე აქვთ, 24 საათი ქუჩაში დგანან და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად სხვების ჯანმრთელობასა და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ?

 

პატრული რომ აჩერებს და საბუთებს უმოწმებს, ამაზე კაიფობენ. პოლიცია რომ დატროლეს, ტყუილად რომ მოაცდინეს, რესურსი რომ დაახარჯვინეს, ამით იღებენ სიამოვნებას.

 

ეს ნამდვილი გირჩიზმი და ლიბერასტული მარაზმია, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ამ კატეგორიის ხალხი სახელმწიფოებრივი განცდისაგან ბოლომდე დაცლილია.

 

მე რომ პოლიციელების ადგილზე ვიყო, ასეთებს ზრდილობიანად კი არ დაველაპარაკებოდი, პირდაპირ ვეტყოდი - ეღადავე ბებიაშენს!

 

თუმცა, პოლიციელებს თმენის ვალდებულება აქვთ, ჩემგან კი პოლიციელი არ დადგება!“ - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner