logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ახლა რომ სააკაშვილის პათოლოგიური ხელისუფლება იყოს!
- +

4 აპრილი. 2020. 21:28

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშილი სოციალურ ქსელში წერს:

 

 

 

„საშინელი წარმოსადგენია, მაგრამ მაინც წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ახლა რომ სააკაშვილის პათოლოგიური ხელისუფლება იყოს!

 

 

კორონავირუსის გავრცელებას კი არ შეაკავებდა, სპეციალურად გაავრცელებდა, მთელი მსოფლიო, CNN და BBC სულ ჩვენზე ილაპარაკებს და დახმარებას გამოგვიგზავნიანო!

 

 

ასე მოიქცა ეგ გარეწარი 2008 წელს, როცა მსხვერპლის თავიდან აცილებას ან შემცირებას კი არ ცდილობდა, მშვიდობიანი მოსახლეობა ოსების მარბიელ რაზმებს შეატოვა!

 

 

თურმე რუსეთის სახე აჩვენა მსოფლიოს ამ გარეწარმა!

 

 

ახლაც პოლიტიკურ სპეკულაციების დაიწყებდა და, წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა ჭიაბერაშვილის ამარა დარჩენილ ხალხს!

 

 

2008 წელსაც, სამხედროების ნაცვლად, გარეწარი პოლიტიკოსები გასცემდნენ ბრძანებებს და, საშინელი მარცხის შემდეგ, გულანთებული ქართველი ჯარისკაცები დაადანაშაულეს დეზერტირობაში! ეს ბიჭები ჯარიდან გაყარეს, ათასებით დააჯარიმეს და დააპატიმრეს!

 

 

ახლაც ასე იქნებოდა!

 

 

პროფესიონალებს კი არ მოუსმენდნენ და დაუჯერებდნენ, ეპიდემიოლოგების, ინფექციონისტების, იმუნოლოგების, ვირუსოლოგების ნაცვლად ეს ვითომ პოლიტიკოსები დაიწყებდნენ პროცესის მართვას და ყველაფერი კატასტროფით დამთავრდებოდა!

 

 

დააკვირდით, ახლა ვერ აჩერებენ ენას და ხელისუფლებაში მყოფებს რა გააჩერებდა?!

 

 

თან მაგალითად იტალიას და ესპანეთს მოიყვანენ, ნახეთ, რამდენი ადამიანი გარდაიცვალაო!

 

 

მაგრად ვართ გადარჩენილები!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner