logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: სად დაიბადნენ, სად აღიზარდნენ და სად სწავლობდნენ ამ არხებში მომუშავე სუბიექტები
- +

5 აპრილი. 2020. 23:43

 

 

 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  ედიშერ გვენეტაძე სოციალური ქსელით “მთავარი არხისა” და ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ ყალბი ამბების მიზანმიმართული გავრცელებას ეხმაურება:

 

 

“ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ ამჟამად თუ გაუვიდათ(რაც 99,99%-ით არ მოხდება)ვიღაც მანქურთი ალბათ ოდესმე შექმნის წიგნ-სახელმძღვანელოს „როგორ უნდა გძულდეს სამშობლო და მშობელი ხალხი“. მასში პირველ ფურცლებსა და გვერდებს უალტერნატივოდ დაიკავებენ ამჟამად პროვოკაციული სიუჟეტებით, მოსახლეობის დაშინებისა და ოპონენტებისადმი სიძულვილით განთქმულ-გამორჩეული ორი დესტრუქციულ-დეზინფორმაციული არხი: „მთავარი და „ფორმულა“. ისინი „მაგალითს“ იძლევიან იმისას თუ ჩასაფრებული ბოროტი, როგორ მოუთმენლად უნდა ელოდებოდეს პანდემიისას დახოცილ ადამიანების რაც შეიძლება მატებას, აძაგებდეს მოყვასისადმი თავდადებულ პიროვნებებს, თუ როგორ უნდა წარმოაჩენდე საკუთარი სტომაქის ამოსაყორად თეთრს შავად და შავს თეთრად, თუ როგორ უნდა უნდა ცრუობდე საქვეყნოდ…. და რაც მთავარია თუ როგორ უნდა შეიძულოს მომავალმა თაობამ და საერთოდ ადამიანთა მოდგმამ მამული, ენა და სარწმუნოება.

 

 

იცით რა მაინტერესებს – სად დაიბადნენ, სად აღიზარდნენ და სად სწავლობდნენ ამ არხებში მომუშავე სუბიექტები.

 

 

გეკითხებით მეგობრებო – არსებობს კი სადმე ისეთი სასწავლებლები, სადაც კაცთმოძულეობას ასეთი დოზით ასწავლიან?” – წერს გვენეტაძე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner