logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: რას პანიკიორობთ, რა გინდოდათ და რა ვერ იშოვეთ?!
- +

6 აპრილი. 2020. 11:37

 

 

„ვინც ამ შიშს და ისტერიკას თესავთ, ტუჩებში უნდა გირტყათ ხელუკუღმა“, - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე ზოგიერთი მოქალაქის მიერ პროდუქტის დეფიციტზე აგორებულ ჭორებს.

 

„ხალხო, აი, ახლა ჩამოვიარე ჩემს ქუჩაზე ოთხი სუპერმარკეტი და ჯერჯერობით, ყველგან ყველაფერია - ფქვილიც, შაქარიც, ბურღულეულიც, სასმელიც, რძის ნაწარმიც. ტკბილეულიც, მწარეულიც, რა გინდათ, რას პანიკიორობთ, რა გულს გვიხეთქავთ, რა გინდოდათ და რა ვერ იშოვეთ, რა? ვინც ამ შიშს და ისტერიკას თესავთ, ტუჩებში უნდა გირტყათ ხელუკუღმა.

 

სააღდგომო პასკები გამოუტანიათ უკვე გასაყიდად, გამიხარდა!!! მე არ მეშინია, არა, დედა-ღვთისშობელო...“ - წერს ნინო კვაჭანტირაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner