logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ღმერთი შინ არის!
- +

6 აპრილი. 2020. 23:23

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში წერს:

 

 

 

“ღმერთი შინ არის!

 

 

მითხარით, უფრო ძვირფასი და წმინდა ტაძარი, ვიდრე საკუთარი ოჯახია!

 

 

მასწავლეთ უფრო დიდებული ეკლესია, სადაც ღმერთი უფრო მეტად გიგებს, ვიდრე შენს ოჯახში, სადაც ყველაზე სუფთა და უანგარო სიყვარულია!

 

 

ჰო, ღმერთი სიყვარულია და სად არის უფრო ნაღდი სიყვარული, თუ არა შენ სახლში, შენი ყველაზე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში!

 

 

სხვაგან სად შეიძლება იყო ღმერთთან უფრო ახლოს, ვიდრე შენს სახლში, შენს ოჯახში!

 

 

სად შეიძლება სხვაგან უფრო გულწრფელი, მართალი და მხოლოდ შენმიერი იყოს ლოცვა, თუ არა შენი სახლის ხატების კუთხესთან, სადაც ყოველდღე ანთებ სანთელს და ავედრებ უფალს შენს საყვარელ ადამიანებს!

 

 

სახლი, სადაც უფლის ხატად და სახედ შექმნილი ადამიანი ცხოვრობს, ღმერთის სახლია!

 

 

ღმერთი შინ არის! - წერს ჯანა ხუბუა

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner