logo_geo
eng_logo
ბათუმელ მომღერალს, აჩიკო გოგიტიძეს COVID-19 დაუდგინდა
- +

7 აპრილი. 2020. 20:58

 

 

ბათუმელ საოპერო მომღერალს, აჩიკო გოგიტიძეს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

 

„ჩემო უსაყვარლესებო, მომივიდა დადებითი პასუხი ლუგარის ცენტრიდან, ფეხზე მაქვს გადატანილი ვირუსი, სიმღერაში, სიცილსა და სიყვარულში! ძლიერი იმუნიტეტიდან გამომდინარე, ძალიან ადვილი იყო, გამომპარვოდა საერთოდ ეგ ამბავი და გადამედო ბევრი ადამიანისთვის! სიმართლე უნდა ითქვას, 10 დღეს ვითხოვდი ტესტის გაკეთებას, მაქსიმუმ სახლში წასვლის წინ და უარით მისტუმრებდნენ ყოველ ჯერზე! სხვა გზა არ დამიტოვეს, დავურეკე აჭარის ჯანმრთელობის მინისტრს და გულითადად ვთხოვე, აუცილებლად გაეკეთებინათ ტესტი, რადგან რისკზონიდან ვიყავი ჩამოსული (აშშ). რომ არა ეს კეთილი და გულისხმიერი ადამიანი, ხვალ მარშით მიშვებდნენ სახლში, სადაც  ოჯახის ყველა წევრს გადავდებდი ვირუსს! მე, აბა, კი ვარ გადასარევად! ყველაზე მთავარმა ჩაიარა, ჩემი იმუნიტეტის წყალობით! ახლა მხოლოდ რაც დარჩენილი მაქვს ბოლომდე გამივიდეს ინფექცია და სრულიად ჯანმრთელი დავუბრუნდები ოჯახს! ბატონო ზაალ, ჩემი გმირი ხართ!!!

 

 

P.S ჩემი კეთილი რჩევა იქნება, თვითკმაყოფილებას ნუ მიეცემით და თქვენი გაზიარებული პოსტებით ნუ ტკბებით! (ადრესატები მიხვდებიან) “ფეისბუქპიარს” მონიტორინგი გააძლიერეთ კარანტინში! მაგალითი ვარ, აგერ, ბატონო! საქართველოს სიყვარულიდან გამომდინარე, მეტს არაფერს დავწერ!

 

 

ნარცისებო, კორონას ამარცხებს სილაღე, სიყვარული, კარგი სიმღერა და უფლის წყალობა! აბა, წამალი მე არ დამილევია! ხარებას გილოცავთ! ბედნიერი ვარ, რომ არავის გავუმწარე სიცოცხლე! განსაკუთრებით – ჩემს უსაყვარლეს მამას, რომელიც ხვალ სახლში მელოდა! მიყვარხართ!!!!

 

 

თენგიზ ცერვაძე იყოს კარგად.

 

 

მაგ კაცს ვუსმენდი, თორემ ესენი მარშით მიშვებდნენ ხვალ სახლში!!!“, – წერს გოგიტიძე „ფეისბუქზე“

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner