logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: რევოლუცია არ გამოუვათ! რადგან რევოლუციას ხალხი აწყობს, მათ კი მხარდაჭერა არა აქვთ!
- +

17 მაისი. 2020. 00:36

 

 

ია მეტრეველი სოციალურ ქსელსი ემოციურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება და ემოციები კრიმინალი ოქრუაშვილისა და უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ვარ ძალიან აღელვებული და გულნატკენი, პრეზდენტის გადაყვეტილების გამო. თუმცა მინდა აღნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა, ალბათ იმიტომ მიიღო, რომ არ მისცა ოპოზიციას, არეულობის მოწყობის საშუალება. მათ ზუსტად იციან, რომ არჩევნების გზით ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და აწყობთ არეულობა და რევოლუცია.

 

თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ რევოლუცია მათ არანარად არ გამოუვათ, რადგან რევოლუციას ხალხი აწყობს, მათ კი ხალხის მხარდაჭერა არა აქვთ. კარგად ვნახეთ მათ მიტინგებზე, ორი კინკილა ხალხი ვძლივს რომ გამოჰყავდათ.

 

 ასევე მინდა აღნიშნო რომ შეწყალება, გულისხმობს დამნაშავეების მიერ დანაშაულის აღიარებას. ისინი გამოვიდნენ როგორც დამნაშავეები და არა როგორც პოლიტ. პატიმრები. დიდი იმედი მაქვს ოქტომბერში დიდი გამარჯვებით, ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებთ, კრიმინალ ნაცებს, რის შემდეგაც ქვეყანა ნამდვილად ამოისუნთქებს.“- წერს მეტრეველი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner