logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: გახსოვდეთ, ბარაკ ობამა და მძინარე ჯო არიან იმის მიზეზი, რის გამოც თეთრ სახლში ვარ
- +

18 მაისი. 2020. 01:54

 

 

“გახსოვდეთ, ბარაკ ობამა და მძინარე ჯო არიან იმის მიზეზი, რის გამოც მე თეთრ სახლში ვარ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში” დაწერა.

 

 

„ობამას ადმინისტრაცია არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და არაკომპეტენტური აშშ-ის ისტორიაში. გახსოვდეთ, ის და მძინარე ჯო არიან იმის მიზეზი, რის გამოც მე თეთრ სახლში ვარ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 

 

დონალდ ტრამპის განცხადება აშშ-ის ყოფილი ლიდერის ადმინისტრაციასთან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის უთანხმოებას უკავშირდება. დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ სწორედ ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იდგნენ მის მიმართ წაყენებული ბრალდებების უკან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner