logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: გურამ შარაძის მკვლელი სააკაშვილის რეჟიმი იყო!
- +

20 მაისი. 2020. 16:43

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე წერს:

 

 

 

„13 წლის წინათ მოხდა.

 

 

მელიქიშვილის გამზირზე საკუთარ სისხლში იწვა ტყვიით განგმირული პროფესორი.

 

 

დაუდგრომელი, ფუტკარივით მუშაითი, ქართულ საქმეზე გადაგებული, მწარესიტყვა და სიმართლის პირში მიმხლელი.

 

 

საათების განმავლობაში პლედიც კი არ გადააფარეს მის ცხედარს, რათა ყოველ გამვლელ-გამომვლელს ეხილა და შეძრწუნებულიყო.

 

 

 - აი, რა ვუქენით ამას, სახელოვან პროფესორს, საქვეყნოდ ცნობილ კაცს, ავტორიტეტიანს. შეხედეთ, როგორ უსულოდ გაშოტილა შუაგულ ქალაქში და წარმოიდგინეთ, თქვენ, რიგით მოქალაქეებს, რა მოგივათ, თუ ჩვენს წინააღმდეგ ხმის ამოღებას გაბედავთ, თუ სურვილი გაგიჩნდებათ, აგვიმხედრდეთ!

 

 

ამიტომაც მოკლეს შუა ქალაქში და ამიტომაც პლედი არ გადააფარეს მის ცხედარს, რათა ყველას ეხილა და შიშს დამონებოდა.

 

 

მოკლული იყო გურამ შარაძე.

 

 

მკვლელი იყო სააკაშვილის რეჟიმი,“ - წერს ჯაბა ხუბუა

right_banner right_banner
არქივი
right_banner