logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ბიძინა რომ წავიდეს, ქვეყანაში გამეფდება ომი, ბნელეთი, შიმშილი, ყაჩაღობა
- +

21 მაისი. 2020. 18:41

 

 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ყველა ყველაფერი, მაგრამ ახლა იმათ საყურადღებოდ, ვინც ბიძინას ლანძღავთ ისე, რომ თქვენთვის და ქვეყნისათვის არაფერი დაუშავებია, გაკეთების მეტი. ჰოდა, რომ თქვას ამ უბადლო მეცენატმა და სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულმა ქართველმა - რა არ ვცადე და არ გავაკეთე, მაგრამ თქვენი საშველი მაინც არ არისო და დაკრას ფეხი და წავიდეს პოლიტიკიდან და ქვეყნიდან (გაუჭირდება ხომ?).

 

თუ აცნობიერებთ, ვის ხელში და რა ხალხის ხელში ვარდებით? თუ ვერ ხვდებით, მე გეტყვით - მევახშეების: შალიკოს, მამუკას, ბადრის, ახალგაზრდების სისხლით მოვაჭრეების: ოქრო ირაკლის და ნიკა გვარამიას, ბიუჯეტის ქურდის გიგის, უპრინციპო და პუტინისტ ნინოს, გაუმაძღარი გუბაზის, ავანტიურისტი მარქარაშვილის, მე თვითონ დავითაიას და ამისთანა ათასი სხვა ჯურის მედროვისა და სხვა მძარცველთა ხელში.

 

კარგად მახსოვს, სწორედ ასეთი ილუზიებით კვებავდნენ მომხრეებს 1992 წლის შემოდგომაზე ე.წ. ოპოზიციონერები.

 

შედეგად, ჩამოაგდეს უცხო ძალის მეშვეობით ხელისუფლება და ქვეყანაში გაამეფეს ბნელეთი, შიმშილი, ყაჩაღობა, ძარცვა-გლეჯა, ომი და ტერიტორიების დაკარგვა. იქნებ დაგავიწყდათ წარსულის უმძიმესი გაკვეთილები. იგივე ხალხია და იგივე შემსრულებლები. მე და ჩემისთანებს არ დაგვიწყებია და არც დავივიწყებთ და არც დავუშვებთ!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner