logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: დავით ჭაკუას ექსტრადიცია, სისხლიანი რეჟიმის მხილებაა და კანონის პასუხი ჩადენილი ქმედებებისთვის
- +

4 ივლისი. 2020. 03:12

 

 

„გერმანიიდან „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მოძალადე დავით ჭაკუას ექსტრადიცია მოხდა. ეს არის კიდევ ერთხელ სისხლიანი რეჟიმის მხილება და კანონის პასუხი ჩადენილი ქმედებებისთვის“, - ასე ეხმაურება იურისტი თამთა მეგრელიშვილი გერმანიიდან წამების საქმეზე ძებნილი დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადირებას.

 

მისი თქმით, ჩარეცხილ ოპოზიციას წინასაარჩევნო ისტერიის ფონზე, კიდევ ერთი დამნაშავის „გაპრავებისა" და პოლიტპატიმრად შერაცხვის პერსპექტივა აქვს.

 

„ის ამ დამნაშავე რეჟიმის დროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებდა. მის სახელს უკავშირდება, იმ დროს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებები, როგორიცაა ადამიანების ღირსებისა და პატივის პირდაპირი ხელყოფა. სამწუხაროა, რომ გვიან აღსრულდა სამართალი, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალი მაინც აღსრულდა. ეს არის, კიდევ ერთხელ სისხლიანი რეჟიმის მხილება და კანონის პასუხი ჩადენილი ქმედებებისთვის. ეს არის პირდაპირი წინაპირობა იმისა, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს და არცერთი დანაშაული დაუსჯელი აღარ დარჩება. ჩარეცხილ ოპოზიციას კი წინასაარჩევნო ისტერიის ფონზე, კიდევ ერთი დამნაშავის „გაპრავებისა" და პოლიტპატიმრად შერაცხვის პერსპექტივა აქვს. უბრალოდ, ამჯერად მხოლოდ საკუთარ თავს თუ გაირთობენ ამით”,- აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.

 

ცნობისთვის, 3 ივლისს, ბერლინიდან თბილისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირება განხორციელდება. არაერთ მძიმე დანაშაულში ბრალდებული დავით ჭაკუა ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner