logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ამ საქმეს დაუკავშირო ნინო გიორგობიანი - არის ცინიზმი და პროვოკაციის მოწყობის მცდელობა!
- +

4 ივლისი. 2020. 10:39

 

 

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე შაქარაშვილის საქმეში მონაწილე იაკობ ბრეგვაძეზე ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ზვიად კუპრავას და ნაც-სექტის ბოდვები შაქარაშვილის საქმეში მონაწილე ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძეზე არის უნამუსო და ამორალური. კითხვის ნიშნები დასვა თავად დაზარალებულ პიროვნებაზე, რომელსაც არანაირი დანაშაული მიუძღვის საქმეში და შემდგომ ასევე ამ საქმეს დაუკავშირო შსს მაღალჩინოსანი ნინო გიორგობიანი - არის ცინიზმი და გარკვეული პროვოკაციის მოწყობის მცდელობა სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ.

 

ნაც-სექტანტებო, როდემდე უნდა იაროთ იმ წრეზე, რომელსაც მუდამ დამარცხებისკენ მიჰყავხართ?!“ - წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner