logo_geo
eng_logo
ოთო სტეფანიშვილი: ჩემი მხარდაჭერა ქალბატონ ნინოს და უდანაშაულო ფოტოგრაფს
- +

4 ივლისი. 2020. 18:27

 

 

 

„მარშალპრესის“ გენერალური დირექტორი ოთო სტეფანიშვილი შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის ნინო გიორგობიანის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ერთი ბარტყი გადმომიგდეს პრინციპით, ამ ახვრების ტანდემი (ზვიად კუპრავა და გიორგი კაპანაძე) მიზანმიმართულად ცდილობენ, დაამახინჯონ რეალობა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

 

შაქარაშვილის საქმეზე სრულიად უდანაშაულო მოწმე, ფოტოგრაფი სურთ სისხლიან დამნაშავედ გამოიყვანონ, მხოლოდ იმიტომ, რომ თურმე ფოტოგრაფს შსს-ს მაღალჩინოსანთან ნათესაური კავშირი ჰქონია.

 

„რეალტივის“ ბუნაგის შემოქმედს, გურამა დონაძის შნირს, გიორგი კაპანაძეს და ამორალურ არარაობას, რომელიც ხორავას ქუჩის ტრაგედიის დროს დაღუპული სარალიძის საქმით ფულის გაკეთებას ჩალიჩობდა, დღეს ისევ მოუნდათ განავალივით წყალში ამოტივტივება.

 

არ გამოგივათ ეგ იდიოტური შეთქმულება და უდანაშაულო ადამიანის დამნაშავედ გამოყვანა. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შნირები ფეხბურთელ შაქარაშვილის ტრაგედიის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის 1 კვირაა ცდილობენ. საიდან არ ეცადნენ, კუდი მოებათ ამ მძიმე ტრაგედიისთვის, ჯერ გირგვლიანის საქმეზე დაიწყეს პარალელის გავლება და საზოგადოებისგან მუშტი მოხვდათ სახეში, ახლა კი ჩვეული ძალადობით და ცილისწამებით ცდილობენ, ლაფში გასვარონ ოქროს მოწმე და სრულიად უდანაშაულო ფოტოგრაფი, ხოლო ამის შემდეგ გასვარონ მასთან ნათესაურ კავშირში მყოფი შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი.

 

ჩემი მხარდაჭერა ქალბატონ ნინოს და უდანაშაულო ფოტოგრაფს.

 

არ გამოგივათ თქვენი ბინძური კამპანიის შედეგად სასურველის მიღება, ვერ დაამახინჯებთ ფაქტებს რეალტიველო გიორგი კაპანაძევ და ძმაკაცის გარდაცვლილი შვილით მოვაჭრე ნაძირალა კუპრავავ“, - წერს ოთო სტეფანიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner