logo_geo
eng_logo
სიმონ კილაძე: მისტერ ამერიკელო კანონმდებლებო, კრიტიკა მესმის, მაგრამ ზღვარგადასული არაფერი ვარგა
- +

31 ივლისი. 2020. 12:50

 

 

ანალიტიკოსი სიმონ კილაძე ამერიკელი კონგრესმენების წერილების თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ძალიან მადლიერი ვარ ამერიკელი კონგრესმენებისა - აბა, წარმოიდგინეთ: ძეგლები თავზე ენგრევათ, ქვეყანაში ლამისაა სამოქალაქო ომი დაიწყოს, ქუჩებში უკვე ჯარია გამოსული წესრიგის დასაცავად, კორონაზე ხომ არაფერს ვამბობ (ყოველდღე ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს!), ათასობით გარდაცვლილი და ამ სიტუაციაში... დროს პოულობენ და საქართველოზე ზრუნავენ...

 

ზრუნვა კი იმაში გამოიხატება, რომ ისეთი ხელისუფლება სურთ, როგორიც მათ აქაურ ამფსონებს აწყობთ.

 

წერილს წერილზე გზავნიან როგორც საქართველოში (გვაფრთხილებ-გვემუქრებიან!), ასევე თავიანთ პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან - ქართველებს ცუდი ხელისუფლება ჰყავთ, უნდა გავაუმჯობესოთო.

 

გმადლობთ შუამავლობისათვის.

 

მისტერ ამერიკელო კანონმდებლებო!

კარგით ახლა, რა..

კრიტიკა მესმის, მაგრამ ზღვარგადასული არაფერი ვარგა, მით უმეტეს კრიტიკა.

ჩვენს ხელისუფლებას როგორმე ჩვენვე მოვუვლით, გვაქვს პრეტენზიები და მისი საქმიანობის გაუმჯობესება გვინდა.

 

ამასთან ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ, რომ აშშ ასეთ სიტუაციაშია. ჩვენ ხომ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და თქვენზე ვზრუნავთ.

მადლობა ამერიკას.

და მიხედეთ ამერიკას“, - წერს სიმონ კილაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner