logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა
- +

31 ივლისი. 2020. 18:02

 

 

ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას სოციალურ ქსელში აფასებს.

 

მისი თქმით, ის, რომ ტურიზმი ისევ მძიმე მდგომარეობაშია, ამის ობიექტური მიზეზები არსებობს, თუმცა, სხვადასხვა სექტორში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება.

 

„საქართველოს ეკონომიკა ივნისში 7.7 პროცენტით შემცირდა, მაშინ როცა 2020 წლის პირველი ნახევრის შედეგებით ეკონომიკა 5.8 პროცენტით არის შემცირებული. კარგია ეს თუ ცუდი? თუ გავითვალისწინებთ, რომ აპრილში, ეკონომიკის ჩაკეტვის პიკში ეკონომიკა 17 პროცენტით იყო შემცირებული, ხოლო მაისში - 13 პროცენტით, აშკარად სახეზე გვაქვს ვარდნის ტემპის შემცირება და ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნებიც სახეზეა. ტურიზმი ისევ მძიმე მდგომარეობაშია ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ შეინიშნება პოზიტიური ტენდენციები სხვადასხვა სექტორებში. კერძოდ, კარგ ფორმაშია ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური მომსახურება, განათლება, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და წყალმომარაგება, კომუნალური მომსახურება და ნარჩენების მართვა“, - განმარტავს ექსპერტი.

 

როგორც მჭედლიშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 4309 საწარმო დარეგისტრირდა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მთავრობის მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებების მოლოდინს:

 

„აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში პირველად გაიზარდა საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელი. 2020 წლის ივნისში ქვეყანაში დარეგისტრირდა 4309 საწარმო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს 10.7%-ით აღემატება და ნათლად მიანიშნებს ბიზნეს სექტორის გაუმჯობესებულ მოლოდინებზე და მთავრობის მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებების და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობაზე. ამ დროს რა ხდება მსოფლიოში? ესპანეთში ეკონომიკა 18.6 პროცენტით შემცირდა, ამერიკაში შოკის მომგვრელი 32 პროცენტზე მეტით, ევროკავშირის ეკონომიკა არის თითქმის 12 პროცენტით შემცირებული“, - აღნიშნავს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner