logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: ქართველებს ვინ დაგვარწყია ეს უმსგავსო „ნაციონალური მოძრაობა“?!
- +

4 აგვისტო. 2020. 14:15

 

 

რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩვენ, ქართველებს ვინ დაგვარწყია ეს უმსგავსო „ნაციონალური მოძრაობა“?!

 

ვინ ააქოთა ჩვენი ღვთაებრივი ქვეყანა?!

 

რომელმა სატანამ მოისროლა უმსგავსო, უზნეო nazბელადები ჩვენ ხალხის წიაღში?!

 

ნუთუ ილუმინატების ჩანაფიქრია, რომ სასწრაფოდ გაანადგურონ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი?!

 

ამერიკაში,12.07.20 ამ წარმოუდგენელ ბოროტმოქმედთა სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო!

 

ჩვენი პროვინციალი ბრიყვი პოლიტიკოსები კი მონურად ემსახურებიან ამ გაუგონარ, ტოტალურ ბოროტებას!

 

ის სულელი, ნარკოტიკების და ჯაშუში ცოლის მონა, არავინ რომ არ იცის, საიდან აღმოცენდა - რომელი ჯოჯოხეთიდან - პირნათლად ასრულებს უდიდესი ბოროტების სასტიკ დავალებას?!

 

და ჩვენი სულელი ხალხი, კოლხნი და იბერიელნი, დამღუპავი ბოდვით შეპყრობილნი ვერც ვხვდებით, საით მიაქანებენ ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტოვან სამშობლოს!

 

ჭკუას მოვუხმოთ, გემუდარებით!“ - წერს რობერტ სტურუა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner