logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: მას შეეძლო ეს უძვირფასესი საარქივო მასალა, ისტორიული ნივთები და დოკუმენტები სახელმწიფოსთვის მიეყიდა, მაგრამ თავში აზრადაც არ გაუვლია!
- +

5 აგვისტო. 2020. 00:29

 

 

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი „გურამ შარაძის ქართული ემიგრაციის მუზეუმის“ გახსნისთვის რუსუდან შარაძეს მადლობას უხდის. გურამ შარაძის შვილმა მუზეუმს უნიკალური ნივთები უსასყიდლოდ გადასცა.

 

 

„მას შეეძლო ეს უძვირფასესი: საარქივო მასალა, ისტორიული ნივთები და დოკუმენტები სახელმწიფოსთვის მიეყიდა, ისე, როგორც ამას სხვა ცნობილი ქართველების ოჯახის წევრები აკეთებენ, მაგრამ ეს თავში აზრადაც არ გაუვლია. არ იფიქროთ, რომ თავზე გადასდის. მეტს ვეღარ დავწერ, მართალი არ ვიქნები და თან ეწყინება. რუსო შენ ხარ ღირსეული მამის ღირსეული შვილი და სხვა, რომ არაფერი გაგეკეთიბინა (და მომავალში, რომ აღარაფერი გააკეთო), შენი ეს ქმედება იქნება საკმარისი ამის დასადასტურებლად. მე ხვალ 12:00 საათზე ჩემი პატარა და მრავლისშემძლე ვიდეოკამერით შენტან ვიქნები.

 

ძვირფასო ფეისბუქმეგობრებო - აქვე ვაქვეყნებ რუსუდან შარაძის დღევანდელი მიმართვის შინაარს და დღეს დილით, პირველ არხზე რუსუდანის სტუმრობის ამსახველი ვიდეოკადრების ლინკს.“- წერს მიქიაშვილი.

 

„ბედნიერი ვარ! ხვალ დიდი დღეა, ნანატრი დღე! 12.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში, იხსნება გურამ შარაძის ქართული ემიგრაციის მუზეუმი. მალე, იქვე გადმოვა მამაჩემის მემორიალური კაბინეტიც, რომელიც 2017 წელს, ამავე ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში გავხსენით.

ისტორიის მოყოლას ვაპირებდი, მაგრამ ამ დილით, გადაცემაში, თითქმის, ყველაფერი ვთქვი და თავს აღარ შეგაწყენთ. მხოლოდ, დავამატებ - ეროვნული ბიბლიოთეკა და გურამ შარაძე განუყოფელი იყო, არის და ამიერიდან, ხომ იქნება და იქნება. მისი უკანასკნელი გზაც ეს იყო - ეროვნული ბიბლიოთეკიდან შინამდე - ილია ჭავჭავაძის გამზირამდე.

დააკვირდით სიტყვებს - საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა. სად უნდა იყოს მამაჩემის კაბინეტი და მისი დაარსებული მუზეუმი თუ არა იქ?!

უღრმესი მადლობა ყველას, ყველას, ყველას, ვინც ამაში დიდი თუ მცირე წვლილი შეიტანა! 

(ზურაბ დათუაშვილის ფოტო, 1989 წელი)

P.S. იცით, რომ კორონა ვირუსის გამო დაწესებული რეგულაციების მიხედვით, ას კაცზე მეტის შეკრება აკრძალულია. მგონი, ასი კაცი უკვე ვართ ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები, ოფიციალური პირები და ოჯახი. უხერხულობაში ვარ, ვერავის გამოგარჩევთ და ამიტომ გადავწყვიტე, პირადად არავის მივწერო - ვინც მოვა, მოვა“- ამის შესახებ განცხადება რუსუდან შარაძემ გაავრცელა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner