logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ჟურნალისტი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ამბობს უარს, შეცდომაში შეჰყავს როგორც საზოგადოება, ასევე, რაც განსაკუთრებული უზნეობაა - ჭირისუფალი
- +

6 აგვისტო. 2020. 16:24

 

 

„პარტიული ტელეარხის მიზანი ნათელია - როგორმე მოახერხოს საზოგადოებაში დაპირისპირების პროვოცირება, სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაცია“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

 

„თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების თემის გაშუქებისას ხდება გაუგონარი რამ - ერთ-ერთი ცნობილი არხის ჟურნალისტი ამბობს, თითქოს მას აქვს ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა უპირისპირდებოდა მაღალჩინოსნებს. ამასთანავე იგი არ ასახელებს არც მათ ვინაობას და არც ინფორმაციის წყაროს. ანუ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ამბობს უარს, შეცდომაში შეჰყავს როგორც საზოგადოება, ასევე, რაც განსაკუთრებული უზნეობაა - ჭირისუფალი.

 

პარტიული ტელეარხის მიზანი ნათელია - როგორმე მოახერხოს საზოგადოებაში დაპირისპირების პროვოცირება, სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაცია. დარწმუნებული ვარ, ეს მცდელობები უშედეგო იქნება, ხოლო მავნებელთა ქმედებებს შესაბამისი პასუხი არჩევნებზე გაეცემა“, - წერს გიორგი ვოლსკი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner