logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: შემოდგომაზე, „გურული დღიურების ფონდი“ მკვლევარი სტუდენტისთვის გურამ შარაძის სტიპენდიას დააწესებს
- +

6 აგვისტო. 2020. 18:32

 

 

აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის გადაწყვეტილებით, „გურული დღიურების ფონდი“ მკვლევარი სტუდენტისთვის გურამ შარაძის სტიპენდიას დააწესებს.

 

 

„ჩემო უსაყვარლესო მეგობრებო! როგორც ჩანს, გიორგი კეკელიძემ ჩემი გაგიჟება გადაწყვიტა...

 

შემოდგომაზე (დეტალები ზუსტდება), იმ მიზნით, რომ ქართული ემიგრაციის თემა აღორძინდეს, „გურული დღიურების ფონდი“ მკვლევარი სტუდენტისთვის დააწესებს გურამ შარაძის სტიპენდიას.

 

მადლობის მეტი რა მეთქმის?!

 

სხვა არ ვიცი, მაგრამ გიორგი კეკელიძემ მეცნიერებაში ნამდვილად აღადგინა სამართლიანობა!

 

მიყვარს“, - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner