logo_geo
eng_logo
ნინო ახობაძე: ცოტა გონორს დაუწიეთ ქალბატონო, დაგვიტოვე სურვილი, გვერდით დაგიდგეთ!
- +

6 აგვისტო. 2020. 18:36

 

 

სამხედრო ექიმი, ომის ვეტერანი ნინო ახობაძე, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

 

„ესე იგი, თურმე ჩვენ, უბრალო ადამიანებს გვაქვს თმენის ვალდებულება!

 

უნდა ვცეთ პატივი შვილმკვდარი დედის ტრაგედიას, კი ბატონო! ჯერ ისე არ გადავჯიშებულვართ, რომ გამწარებულ მშობელს თავზე დავაკაკანოთ! ვუგებთ, გვესმის, გვებრალება, ყველა შვილმკვდარი მშობელი, ყველა!

 

მტერს არ ვუსურვებ, მაგრამ მე რომ მთხოვ, დალოცვილო - მოითმინე, პატივი ეციო, ჭკუაზე არ არის, არ მოეკითხება, რას ყვირის და რას აკეთებსო, ამერიკის საელჩოსთან რომ მივიდა, აქცია ჩაატარა, ბრიფინგებს რომ მართავს, დაწყობილად საუბრობს, ენა არ ერევა, გული არ უწუხდება, არ ტირის და სულ ულტიმატუმების რეჟიმშია, ასეთ ადამიანს რანაირად არ მოეკითხება, კაცო, ჭკუაა?

 

ახლა ეს ქალი რომ ყველაფერზე გაიძახის - არ ვენდობიო! როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმიც!

 

სხვა დედებსაც მოუკლეს შვილები! სხვისი მამებიც არიან გამწარებულები! მათ წუხილს სცეს პატივი ამ ქალბატონმა თეონამ,  ჩვენ თუ არ ვაინტერესებთ, ჩვენ ცუდები და უგულოები ვართ!

 

რამდენი შვილმკვდარი მშობელიც მოინდომებს და ჯიბრში ჩაუდგება გამოძიებას, იმდენი საქმე უნდა იძიოს FBI-მ? ან იმდენ დედას უნდა შეხვდეს აწი პრემიერი?

 

ქალი ამბობს იმ ბაჩანაზე - თამუნას სიკვდილის მერე გავიგე, სუფრასთან მჯდარა და უქეიფიაო, ესე იგი, ჩემი შვილი არ უყვარდა, თორე სად ჰქონდა ამისი თავიო?

 

ჰოდა, შე კაი ადამიანო, თუ მასეა - შენ საიდანღა გაქვს იმისი თავი, რომ ტელევიზიიდან ტელევიზიაში იარო და მიტინგები მართო???

 

ასეც არ შეიძლება რა, დაგვიტოვე იმის სურვილი, რომ გვერდით დაგიდგეთ!

 

ძალიან ცოტა დროა გასული ამ გოგონას სიკვდილიდან და მე პირადად ბევრი რამ მაოცებს, თქვენი არ ვიცი.

 

შაქარაშვილების ოჯახშიც მოხდა ენით აღუწერელი უბედურება.

 

ცოტა გონორს დაუწიეთ, ქალბატონო, ერთი თქვენი გულწრფელი ცრემლი გადაწონიდა მთელ ამ თქვენს მსვლელობას სიმართლის საძიებლად!

 

ჩვენც ადამიანები ვართ, ნუ გადაგვაქცევთ მონსტრებად!

 

 საკუთარ ოჯახშიც ჩაგეხედათ იქნებ, ქალბატონო თეონა.

 

ამოვიდა რაა ყელში!

 

თავი უკვე ჩიკატილო მგონია“, - წერს ნინო ახობაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner