logo_geo
eng_logo
ნინო სტურუა: მზიური „ცარიელია“ და ეს დედაკაცი ისევ კივის
- +

6 აგვისტო. 2020. 18:37

 

 

„ფაქტია, „მზიური“ ცარიელია და ეს დედაკაცი ისე კივის და გამარჯვებული სახით რეკავს და რეკავს“ - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო სტურუა პირად გვერდზე  სტატუსს აქვეყნებს.

 

„ისეთი გაცეცხლებული ვარ, მეტირება.

 

იმდენად მაგარი გაკეთებულია „მზიური“, რომ არ მეზარება ყოველ დილას უთენია ადგომა და ჩამოსვლა კოსტასთან ერთად.

 

აქ სხვა უამრავი ძაღლია და თამაშობენ.

 

ბევრი იყო უპატრონო ძაღლიც, ვისთვისაც პერიოდულად საჭმელი მომქონდა....

 

მერე ამ ძაღლებმა ნელ-ნელა დაიწყეს გაქრობა....

კი მიკვირდა, რა ხდება-თქო...

 

და რატომ დავწერე ამდენი.

 

დღეს აღმოვაჩინეთ, რომ აი ეს ქალბატონი რეკავს, იძახებს სამაშველოს, კონკრეტულ ძაღლზე უთითებს, ეუბნება რომ „მე მგონი, ამან მიკბინაო“,

მე მგონიო!!! და მათაც მიჰყავთ!!!

 

იმ ბიჭებს მართლა არ ვერჩი, დღეს ვესაუბრე კიდეც, აი ბოლო ძაღლი რომ მიჰყავდათ, მაშინ....

ყველანი ვეხვეწეთ, არ წაიყვანო, უკარგესიაო...

 

მაგრამ, უფლება არ გვაქვს, ზარია შემოსულიო...

 

მოკლედ, ისეთი ამბავი იყო დღეს,

იმ ქალმა კინაღამ მეც მიჩივლა ბოლოს და ისევ სამაშველოს ბიჭებმა გააკავეს

 

მერე ჩვენ დაგვპირდნენ, არაფერს ვუზამთ ძაღლსო, მაგრამ რა ვიცი ....

 

ფაქტია, „მზიური“ ცარიელია და ეს დედაკაცი ისე კივის და გამარჯვებული სახით რეკავს და რეკავს.

 

P.S. მე მართლა მიკბინა ამასწინათ „მზიურში“ ძაღლმა, ოღონდ პატრონიანმა! ისე, ძირითადად სულ პატრონიანები იწევენ საკბენად.

 

და ამ საცოდავებს ნეტა რას უზამენ?“ - წერს ნინო სტურუა.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner