logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: რატომ უნდა ელოლიავო თაღლით კომპანიას, მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკულია?
- +

6 აგვისტო. 2020. 19:35

 

 

„ჰუმანური ნაბიჯი გადადგა მთავრობამ. წესით ეს ნაბიჯი თავად კომპანია „ფრონტერას” უნდა გადაედგა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად „ფრონტერას“ ყოფილ თანამშრომლებზე ერთჯერადად 1200-ლარიანი დახმარება გაიცემა.

 

„ისე ნამდვილად გაგიჩნდება ადამიანს კითხვა, რატომ უნდა ელოლიავო თაღლით კომპანიას, მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკულია? ჰუმანური ნაბიჯი გადადგა მთავრობამ, ეს, რა თქმა უნდა, შეღავათია „ფრონტერას“ თანამშრომლებისთვის, წესით, ეს ნაბიჯი თავად კომპანიას უნდა გადაედგა იმის მერე, რაც მან საკუთარ ქართველ თანამშრომლებს გაუკეთა“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner