logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი: გაჭირვებულ ადამიანებზე ასე და ამგვარად ორიენტირებული ხელუსუფლება ჯერ არ გვყოლია!
- +

6 აგვისტო. 2020. 21:39

მანჩო გიორგობიანი საქართველოს პრემიერ მინიტრს გიორგი გახარიას მადლობას უხდის.

გახარიამ დღეს ანტიკრიზისული გეგმის მესამე ნაწილი წარადგინა, სადაც ახალგაზრდებისთვის ფულადი დახმარების მრავალი სახის პროგრამა არის წარმოდგენილი.

 

„გაჭირვებულ ადამიანებზე ასე და ამგვარად ორიენტირებული ხელუსუფლება ჯერ არ გვყოლია! .. განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, გმადლობთ!..

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება!..

 

აბა, მიხუნჰაუზენმა ხალხს მიხედა კი არა, 2008 წლის ომში ჯერ ხომ ჰალსტუხი ღეჭა და იფორთხა, მთელი მსოფლიოს სასაცილოდ გაგვხადა და მერე,

 

დევნილებისთვის გამოგზავნილი 100-ობით მილიონი ისე მიითვისეს, ერთი ველოსიპედიც არ მიუტანიათ ბავშვბისთვის!..   იმ საშინელ გეტოშიც აბაზანა არ აღირსეს ამ ნაწვალებ, ქონება და მიწადაკარგულ ხალხს, ნიფ-ნიფის სახლები “ჩეჩმებით” მიუგდეს...

 

2010-ში, თბილისში წყალდიდობა იყო, მსხვერპლით და უნამუსოდ მიგვატოვა, იტალიაში გაიქცა საშოპინგოდ...

 

საერთოდ, როგორ შეიძლება ამათი შედარება, არ მესმის , მართლა არ მესმის...

 

შეიძლება, ოცნების ბევრი რამე არ მოგწონდეს, მაგრამ ნაცხლისტებთან ტოლობის დასმას ვაფასებ როგორც შეფარულ ნაცხობას და სადისტური რეჟიმის მოტრფიალეობა-მოსურნეობას...“- წერს გიორგობიანი.

 

გეგმის მიხედვით, სასწავლო წლის დაწყებამდე 17 წლამდე ბავშვები 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.

 

მოქალაქეები, რომლებმაც სრულად ვერ დააკმაყოფილეს დოკუმენტების შეგროვების მოთხოვნები, 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

 

საქართველოს მოქალაქეებისთვის კომუნალური დახმარების პროგრამა ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება.

 

150 000 სარეიტინგო ქულამდე სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ.

right_banner
არქივი
right_banner