logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: "ვინ დაიწყო ომი" - კითხვა არაა, რადგან ჭეშმარიტებებზე კითხვის დასმა ჭკუასუსტობის ნიშანია
- +

9 აგვისტო. 2020. 15:41

 

 

 

პარტია „ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი, სოციალურ ქსელში რუსთ-საქართველოს ომის შესახებ წერს:

 

"ვინ დაიწყო ომი" - არ არის კითხვა, რადგან აქსიომატურ ჭეშმარიტებებზე კითხვის დასმა ჭკუასუსტობის ნიშანია.

 

და თუ კითხვა არ არის, მაშინ რა არის?

 

"ვინ დაიყო ომი" - ერთგვარი რიტორიკული ხერხია (ტრიუკი) დისკუსიის მიმართულების შესაცვლელად (narrative shift) და თან, ფარული კოდი და იმპერატიული მესიჯი:

 

"არ გაბედოთ მიშას და ნაცების კრიტიკა ომის თემაზე, თორემ რუსეთის აგენტებად გამოგაცხადებთ".

 

ამიტომ, ძახილის ნიშანი უფრო შეესაბამება მას, ვიდრე კითხვის: "ვინ დაიწყო ომი!!!".

 

ვინც ამ ბულინგს ექვემდებარება, ყველა უიმედო გოიმია ჩემს თვალში“, - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner