logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ბელორუსიაში განვითარებული პროცესები პირდაპირ აისახება საქართველოზე
- +

10 აგვისტო. 2020. 23:33

 

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„ბელორუსიაში განვითარებული პროცესები პირდაპირ აისახება საქართველოზე:

 

  1. თუ ლუკაშენკომ ძალაუფლება საკუთარი ძალებით შეინარჩუნა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საფრთხე არ გვემუქრება:

იგივე პოლიტიკას გააგრძელებს!

 

  1. თუ ლუკაშენკომ ძალაუფლება ვერ შეინარჩუნა და საქართველოს 2003 წლის სცენარი განმეორდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საფრთხე არ გვემუქრება:

ბელორუსია საკუთარი პრობლემებით დაკავდება!

 

  1. თუ ლუკაშენკომ ძალაუფლება რუსეთის დახმარებით შეინარჩუნა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საფრთხე უზარმაზარია:

 

რუსეთი აუცილებლად მოითხოვს საფასურს!“

 

 

right_banner
არქივი
right_banner