logo_geo
eng_logo
ირაკლი ზაქარეიშვილი: იცით თუ არა, რომ...
- +

12 ივლისი. 2018. 03:49

 

 

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„იცით თუ არა, რომ:

მიხეილ სააკაშვილის „GOLDEN CARD”-ისა და ელისო კილაძის დამფინანსებელს, კობა ნაყოფიას დამთავრებული აქვს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია. ის არის რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. კობა ნაყოფია იყო დსთ-ს ქვეყნების საერთაშორისო ეკონომიკური კომიტეტის მრჩეველი.

1993-2008 წლებში სხვადასხვა დროს იყო ხალხის გადამგდები და პირამიდის პრინციპით მოქმედი თაღლითური კომპანია „ოქროს საწმისის“ გენერალური დირექტორი. თაღლითური კომპანია - შპს „ინვესტმენტ მენეჯმენტის“ გენერალური დირექტორი, სს „ორლოვის სამრეწველო კომპანიის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, კომპანია „პრომიშლენნიე ინვესტორის“ ვიცე-პრეზიდენტი, სს „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სს „მადნეულის“ გენერალური დირექტორი, შპს „კვარციტის“ გენერალური დირექტორი, კომპანია „გეოპრომინინგის“ პრეზიდენტი, აგარაკის (სომხეთი) სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, არარატის (სომხეთი) ოქროს გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. კობა ნაყოფიამ, საკუთარი 19 წლის ვაჟი ს/ს „კვარციტის" კონსულტატის თანამდებობაზე გაამწესა და უპრეცედენტო ანაზღაურება დაუნიშნა - თვეში 20 ათასი დოლარი და 100 ათასი ლარი, პლუს 1300 ლიტრი საწვავის ლიმიტი. გასამრჯელო, საერთო ჯამში, 200 ათას ლარს აჭარბებს.

 

დასკვნები თქვენთვის მომინდია მკითხველო..“ - წერს ირაკლი ზაქარეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner