logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: ძალიან დიდი მადლობა საზოგადოებას ნდობისა და მხარდაჭერისთვის
- +

12 ივლისი. 2018. 11:55

„ძალიან დიდი მადლობა საზოგადოებას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ჩემი მინისტრობის სამი წლის მანძილზე, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო თქვენი ნდობა და მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობდი ყოველთვის“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყოფილი მინისტრი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი წერს.

 

„მადლობას ვუხდი სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისთვის და ძალისხმევისთვის, ამ წლების განმავლობაში ჩვენ ერთად შევძელით უაღრესად მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება.

 

მადლობა მინდა გადავუხადო მსჯავრდებულებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთა ნდობის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა რეფორმის გატარება.

 

დიდ მადლობას ვუხდი მედიის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სისტემაში მიმდინარე პროცესებით და სიახლეებით დაინტერესებისთვის, თანამშრომლობისთვის, რჩევებისთვის, შენიშვნებისთვის, კრიტიკისთვის, რომელიც კიდევ უფრო გვეხმარებოდა რეფორმის რთულ პროცესში. და ბოლოს, დიდი მადლობა ჩემს გუნდს, მის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის“, - წერს კახიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner