logo_geo
eng_logo
EBRD-ის მხარდაჭერა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისთვის
- +

29 ივლისი. 2020. 14:29

 

 

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის  გაფორმდა შეთანხმება, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებასა და გაუმჯობესების მიზნით, ითვალისწინებს 90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას.

 

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

 

პროექტის მიხედვით დაგეგმილია:

 

  • ლაჯანური-წყალტუბოს 500კვ 49 კმ-იანი ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;

 

  • ნამახვანი-წყალტუბოს და ნამახვანი-ტვიში-ლაჯანურის ერთჯაჭვა 220კვ 58 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა;

 

  • ლაჯანურის ახალი ჰიდროელექტროსადგურის 220კვ 5 კმ-იანი ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;

 

  • ნენსკრა-მესტიის 110კვ 57 კმ-იანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;

 

  • ნენსკრას 500/220/110 კვ ქვესადგურის მშენებლობა და წყალტუბოს ქვესადგურის გაფართოება;

 

  • კავკასიონის 500 კვ ერთჯაჭვა ეგხ-ის შეჭრის და ნენსკრას ქვესადგურის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურთან 220კვ დაკავშირების მშენებლობა.

 

პროექტს განახორციელებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და მისი დასრულება დაგეგმილია 2026 წლის ზაფხულში.

 

„საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი“ ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოსისტემის გაძლიერებას, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას.

 

 

right_banner
არქივი
right_banner