logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: „ფრონტერას“ ყველა მცდელობა, ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენოს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას, უსუსური და არაფრის მომცემია
- +

30 ივლისი. 2020. 12:49

 

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარის ყველა პრინციპული მოთხოვნა მხარდაჭერილი იყო საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ და გვქონდა სრული შესაძლებლობა, „ფრონტერასთან“   მოგვეშალა კონტრაქტი, რადგან ვერ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და არსებითად დაარღვიეს ხელშეკრულება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია დარჩეს თავისი სალიცენზიო არეალის ფარგლებში, სადაც წარმოებს მოპოვება და შეუფერხებლად განაგრძოს მოპოვებითი სამუშაოები კონტრაქტით დადგენილ ვადებში. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ ძალიან ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას და ვუფრთხილდებით იმ საინვესტიციო გარემოს, იმ იმიჯს, რაც გააჩნია საქართველოს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

 

ნათია თურნავას შეფასებით, „ფრონტერას“ ყველა მცდელობა, ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენოს  საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, არის უსუსური და არაფრის მომცემი.

 

„კომპანიის ასეთი მცდელობებით მორიგი შედეგი დადგება ის, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება ზოგიერთი  ჩვენი პარტნიორი, ზოგიერთი კონგრესმენი, რადგან არასწორი, მცდარი ინფორმაცია იქნება  მათთვის მიწოდებული „ფრონტერასა“ და მათი ლობისტების მხრიდან“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner