logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ჩვენი ოპონენტები ფარისეველი დემოკრატები არიან, დემოკრატია მაშინ აწყობთ, როცა საკუთარ ინტერესებს ატარებენ
- +

18 ივლისი. 2019. 16:32

 

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა შეფასებებს სამარცხვინოს უწოდებს.

 

სესიაშვილის თქმით, არ უკვირს, რომ ოპონენტები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები არიან იმდენად, რამდენადაც სიმართლე ყოველთვის მწარეა.

 

„მათ თავიანთი პოლიტიკა ყოველთვის სიცრუეზე ჰქონდათ აგებული. ცხადია, მათი იმედგაცრუება მოსალოდნელი იყო. უფრო მეტიც, სამარცხვინო განცხადებები მოვისმინე, თითქოს, სტრასბურგის სასამართლო მოისყიდეს და ზემოქმედება მოახდინეს. ეს არ მიკვირს, რადგან ჩვენი ოპონენტები ფარისეველი დემოკრატები არიან, რომელთაც დემოკრატია სჭირდებათ და მხოლოდ მაშინ აწყობთ, როცა საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ატარებენ. როცა ვერ ატარებენ, მაშინ არც ევროპა უყვართ, არც სტრასბურგის სასამართლო და არც ევროპულ ღირებულებებს აღიარებენ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner