logo_geo
eng_logo
პაატა სალიას ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ს „დიდი ოთხეულიდან“ მოწვეული აუდიტორთა ჯგუფი შეამოწმებს
- +

18 ივლისი. 2019. 16:42

 

 

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს „დიდი ოთხეულიდან“ მოწვეული აუდიტორთა ჯგუფი შეამოწმებს. ამის შესახებ სალიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

 

როგორც სალიამ აღნიშნა, ქიბარ ხალვაშს სამომავლო გეგმებზე მასთან ჯერ კონკრეტულად არ უსაუბრია და ამას უახლოეს მომავალში აპირებს.

 

„ქიბარ ხალვაშის მიერ დღეს გავრცელებულ წერილში აღნიშნულია, რომ ის აპირებს, გაათავისუფლოს გენერალური დირექტორი. მის ნაცვლად დანიშნოს ახალი გენერალური დირექტორი და განუსაზღვროს მას კონკრეტული ამოცანები. მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს იქითკენ, რომ არხმა გააგრძელოს მუშაობა, არ იყოს შეფერხება, არ იყოს ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევა. პარალელურად განხორციელდეს შემოწმება. აუდიტორები იქნენ მოწვეული „დიდი ოთხეულიდან“, - განაცხადა სალიამ.

 

რაც შეეხება პარტნიორთა კრების მოწვევას, როგორც სალია აცხადებს, მაშინ, როდესაც ყველა პარტნიორი შეიძლება ეთანხმებოდეს დღის წესრიგს, პარტნიორთა კრების მოწვევა არც არის ხოლმე საჭირო.

 

„ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა პარტნიორის წერილობითი განცხადება საკმარისია. მე ახლა გავიგე, რომ დარეგისტრირდა, დანარჩენი ხალვაშის გადასაწყვეტია. მე მას დავუკავშირდები, როგორც კი მექნება შესაძლებლობა და ვკითხავ, რას აპირებს“, - განაცხადა სალიამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner