logo_geo
eng_logo
საქართველოს დელეგაციამ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
- +

19 ივლისი. 2019. 11:37

 

 

საქართველოს დელეგაციამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით 13-19 ივლისს ნიუ-იორკში მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში (HLPF) მიიღო მონაწილეობა.

 

აღნიშნული ფორუმის მთავარი თემა იყო „მოქალაქეთა გაძლიერება, ინკლუზიურობისა და თანასწორობის უზრუნველყოფა“. HLPF-ის ფარგლებში, გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასთან დაკავშირებით 47-მა ქვეყანამ ეროვნული ანგარიში წარადგინა.

 

ფორუმის მინისტერიალის დონეზე გამართულ გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მოხსენებით წარსდგა და ქვეყნის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული პროგრესი შეაჯამა.

 

მოხსენებაში აქცენტი გაკეთდა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების, ანგარიშვალდებული და კორუფციისგან თავისუფალი მმართველობის, ასევე განათლების ხელმისაწვდომობის, გარემოსდაცვისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. მნიშვნელოვანი გზავნილი იყო განათლების სფეროს დაფინანსების ზრდა (მშპ-ის 6% წილი), ასევე საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურება.

 

გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა თემატურ სესიებში, ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებში, სადაც მონაწილე ქვეყნებს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა SDGs-ის განხორციელების კუთხით სხვადასხვა საკითხის შესახებ.

 

ეროვნულ დონეზე მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას საქართველოში მთავრობის ადმინისტრაცია უწევს კოორდინაციას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner