logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ესენი არიან ფსევდოპატრიოტული, ფსევდოდასავლური, დემოკრატიასთან შეუთავსებელი ძალა
- +

19 ივლისი. 2019. 12:01

 

 

„ესენი არიან ფსევდოპატრიოტული, ფსევდოდასავლური, დემოკრატიასთან შეუთავსებელი ძალა. თავის დროზე დემოკრატიასთან მათ მოქმედებებს საერთო არაფერი ჰქონდა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ატყუებდა ადამიანებს,  რომ ისინი არიან დასავლური ღირებულებების გამტარებლები, მაგრამ მათი საქმე - როგორ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი  2008 წლის ნოემბერში, დღეს როგორ მოქმედებენ, როგორ პროვოკაციებზე მიდიან,  გვრჩება ხელში არა დასავლური, არა ეროვნული, არა ქართული არამედ  ოკუპანტი ძალის სასარგებლო  შედეგი:

 

„მე, თქვენ, საზოგადოებამ ხომ შედეგებით უნდა განვსაზღვროთ ადამიანის მოქმედება, თუ შედეგი არ არის პროდასავლური, დასავლური, თუ შედეგი არ არის ეროვნული, მაშინ რომელ დასავლურობაზე ვლაპარაკობთ? საზოგადოებამ აქედან უნდა გამოიტანოს სწორი დასკვნები. შეიძლება ძალიან ბევრი შეცდომა და  ხარვეზია, ბევრი გამოწვევაა, სიღარიბიდან დაწყებული უმუშევრობით გაგრძელებული, ამის პარალელურად შენ პროვოკაციულ მოქმედებით პირდაპირ მტრობ ამ ქვეყანას. საზოგადოებამ აქაც რეალური და გონივრული დასკვნები უნდა გამოიტანოს. ამ ფონზე, როდესაც მართლა ძალიან ბევრი საქმე კეთდება, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, ჯანდაცვის სფეროში ძალიან ბევრი წარმატება გვაქვს, საერთაშორისო ასპარეზზე დასავლური კუთხით, მათთან პარტნიორობის კუთხით პერსპექტივების კუთხით, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ხელშესახები წარმატებები გვაქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მდინარაძე „ნაციონალებს“ ლოგიკას უწუნებს.

 

„საოცარი ლოგიკა აქვთ - „ჩვენს დროს იყო ყველაფერი ცუდი, ახლა „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს და ჩვენ უნდა მოვიდეთ. შეცდომებს არქმევენ დანაშაულებს, აღიარებენ და ამბობენ - „ჩვენ დროს იყო ყველაფერი ცუდი, გამოხატვის თავისუფლება არ იყო, ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და იგივე არ უნდა მოხდეს, ანუ ჩვენ რასაც ვაკეთებდით, ის აღარ უნდა მოხდეს“ - ამ ლოგიკაზე სერიოზულად საუბარიც არ შეიძლება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ თოქ-შოუში „პირისპირ“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner