logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილის განცხადებები ამახინჯებს ისტორიას
- +

10 აგვისტო. 2019. 10:41

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება.

 

„პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვთქვი, რომ არასდროს გავაკეთებდი კომენტარს სააკაშვილის განცხადებებზე.

 

მაგრამ, მისმა ბოლო ინტერვიუმ, 2008 წლის ომის დროს დასავლეთთან ურთიერთობის შესახებ, გადაკვეთა ყველა ზღვარი და ზიანს აყენებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს.

 

სააკაშვილის განცხადებები ამახინჯებს ისტორიას და შეურაცხმყოფელია ჩვენი მოკავშირე ერებისთვის და ლიდერებისთვის, რომლებიც საქართველოს გვერდით დგანან დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. ასეთი სიცრუე და არასწორი ინტერპრეტაცია არის უპასუხისმგებლო და მიუღებელი ყოფილი პრეზიდენტისგან.

 

ეს არის ნათელი მცდელობა საქართველოსა და მისი მოკავშირეების ურთიერთობისთვის ძირის გამოთხრის, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის გზაზე.

 

ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეებისადმი. როგორც პრეზიდენტი, ვიბრძოლებ ყველა მსგავსი მცდელობის წინააღმდეგ, რომელიც ძირს გამოუთხრის ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner