logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი „რუსთავი 2“-ზე: ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა
- +

13 აგვისტო. 2019. 03:03

 

 

 

„მთავარი თემა არის ის, რომ ეს ტელეკომპანია სერიოზულად არის ფინანსურად დაზიანებული. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ, ქიბარ ხალვაშის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმად, "რუსთავი 2" იყიდება.

 

მისი თქმით, როგორც ქართულმა სასამართლომ, ასევე სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა, რომ ტელეკომპანიას ახალი მფლობელი ჰყავს.

 

„მთავარი თემა არის ის, რომ ეს ტელეკომპანია სერიოზულად არის ფინანსურად დაზიანებული. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ეს არამარტო ქართულმა სასამართლომ, არამედ სტრასბურგმაც დაადასტურა, რომ მას ჰყავს ახალი მფლობელი. ამ საკითხებთან დაკავშირებით, ის მიიჩნევს, რომ კრედიტორებთან ურთიერთობის ეს ფორმა, როდესაც 70 მილიონი გაქვს დავალიანება, არ იძლევა საშუალებას, რომ გააგრძელოს მუშაობა. რასაკვირველია, ოპონენტებს, "ნაციონალურ მოძრაობას", ექნებათ გარკვეული პოზიცია, რომელიც უკავშირდება მათ ცნობილ სტრატეგიას, რომ დაასახელონ ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება", სხვა გვარები ამასთან დაკავშირებით. არც სარედაქციო პოლიტიკას და არც სხვა თემას, ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner